четверг, 3 июня 2010 г.








1.პროექტის სახელი:ვაჟა–ფშაველას“დიდი თამარი“
2.პროექტის მოკლე აღწერა

.პროექტის მონაწილეები ეცნობიან ქართველთა სათაყვანებელ მეფეს,თამარს.მის სახეს ქართველ მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში.
3.პროექტის სრული აღწერა
1 ჯგუფის მონაწილენი იკვლევენ და სწავლობენ უპრეცედენტო შემთხვევას ,როდესაც საქართველოს სამეფო ტახტზე ადის ქალი.ეცნობიან თამარის ეპოქას,მეფის პიროვნულ ღირსებებს.იკვლევენ ,თუ რომელ ტაძრებში შემორჩა თამარის სახე.აწყობენ ექსკურსიას ამ ტაძრებში.ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ საჭირო მასალებს და ფოტოებს.
მე–2 ჯგუფი იკვლევს თამარ მეფის სახეს სხვა ქართველ პოეტთა და მწერალთა შემოქმედებაში.მოიძიებენ ლეგენდებს,თქმულებებს თამარ მეფეზე.
მე–3 ჯგუფი იკვლევს და სწავლობს ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიას.
4.მონაწილეთა ასაკი:12წ.
5.ვადები/ხანგრძლივობა:2თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
სხვადასხვა სახელმძღვანელოების, იტორიული წყაროების,ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება.ექსკურსიების მოწყობა.ფოტოების გადაღება,მიღებული შტაბეჭდილებების გაზიარება.
7.მოსალოდნელი შედეგები:
თამარ მეფისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულის შედგენა.ლექსების მხატვრულად წაკითხვისა და ანალიზის ჩვევების განვითარება.
8.სასარგებლო სხვებისთვის
პროექტის მონაწილენი მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ თანატოლებს.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთანსაგნობრივ ჯგუფებთანეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
კავშირი ისტორიულ წყაროებთან.მსჯელობა,დისკუსია.ტექსტის კომენტირებული კითხვისა და კითხვებზე სრული პასუხის გაცემის ჩვევების გამომუშავება,წაკითხული და ნანახით მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემისას შეფასებისა და ფაქთების გამიჯვნის უნარ–ჩვევათა განვითარება.